კამბერბეტჩი დევიდ ბოუის როლს მოირგებს
09:09 / 24.04.2015
ცოტა ხნის წინ კომპანია Sony – მ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეგენდარული Queen – ის შესახებ გადაღებულ ფილმში ფრედი მერკურის როლს მსახიობი საშა ბარონ კოენი შეასრულებს. მიუხედავად ამისა, თავად მსახიობი არ ადასტურებს ამ ინფორმციას და ამბობს, რომ შესაძლოა მხოლოდ პროდიუსერის ამპლუას დასჯერდეს.
პარალელურად კი ცნობილი ხდება , რომ მერკურის სასაცენო მეგობრის დევიდ ბოუის როლს მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი შეასრულებს. თავად მსახიობი, ბოუვის დიდი გულშემატკივრია და არაერთხელ უთქვამს ინტერვიუში, რომ მისი ოცნებაა ეკრანზე ეს ლეგენდარული მუსიკოსი განასახიეროს.
მასალის გამოყენების პირობები