ზუგდიდში ,,სასკოლო ოლიმპიადა 2015" გაიმართა
12:07 / 01.05.2015
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში ,,სასკოლო ოლიმპიადა 2015" გაიმართა. ოლიმპიადის ფარგლებში დადიანების ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული გარბენის ფინალური შეჯიბრება.
გარბენზე გამარჯვება რუხის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მათ ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს ჯილდოები ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები