პორნოგრაფიის გავრცელების ფაქტზე დაკავებულები სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
13:26 / 04.05.2015
პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე 40 დაკავებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ისინი პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი მასალების გავრცელებსთვის პოლიციამ დააკავა. ოპერაცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ერთდროულად ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, შემოსავლის მიღების მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეო ფაილები, რომლებიც ვებ-საიტებზე ატვირთეს, რითიც ის ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები