ანტიკორუფციული კომისია სენაკში მუშაობას იწყებს
13:17 / 09.05.2015
საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დღეს ბრიფინგი გამართა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა, განაცხადა, რომ ანტიკორუფციული კომისია მუშაობას ორშაბათიდან სენაკში იწყებს.
ანტიკორუფციულ საბჭოში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შევლენ.
მასალის გამოყენების პირობები