სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ვაკანსიები გამოაცხადა
13:44 / 12.05.2015
სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ოთხ სხვადასხვა თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა.ვაკანსიები გამოცხადებულია რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი სპეციალისტის და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე.საჯარო საამსახურის ბიუროში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,განცხადებების მიღების ბოლო ვადა 20 მაისია.
მასალის გამოყენების პირობები