ზუგდიდში სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომელი დააყაჩაღეს
11:18 / 28.05.2015
ზუგდიდში, სადისტრიბუციო კომპანიის "ნოვაცია" თანამშრომელი დააყაჩაღეს. დაზარალებულ კახა ბუკიას თქმით, საცხოვრებელი ბინის სადარბაზოს შესასვლელთან თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, რომლებმაც თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაძარცვეს. მისი თქმით, წაღებულია 4 ათას ლარზე მეტი. ბუკიას ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები