რუბრიკები
ლონდონი ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალაქია
ლონდონი მსოფლიოში ტურისტების ყველაზე საყვარელ ქალაქად დასახელდა. ამის შეასხებ The Independent-ი Mastercard-ის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება. ექსპერტების გათვლებით 2015 წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს 18,8 მლნ ტურისტი ეწვევა და 13,3 მილიარდ ფუნტს (18,4 მლრდ ევრო) დახარჯავს. ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ქალაქების ტოპ-10 ასე გამოიყურება: 1.ლონდონი 2.ბანგკოკი 3.პარიზი 4.დუბაი 5.სტამბოლი 6.ნიუ-იორკი 7.სინგაპური 8.კუალა-ლუმპური 9.სეული 10.ჰონკონგი როგორც The Independent-ი აღნიშნავს, ლონდონი რეიტინგში უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციას ხუთჯერ იკავებდა. სპეციალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ 2015 წელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 382, 9 მლნ ავიაგადაფრენას განახორციელებს. მოგზაურობის მოყვარულები 327 მლრდ ევროს დახარჯავენ.
Print