ახალსოფელში მგელმა შინაური ცხოველები დაგლიჯა
16:18 / 14.07.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ახალსოფლისა და უჩაშონას საზღვართან ადგილობრივებმა მგელი შენიშნეს. მოსახლეობის თქმით, მტაცებელმა შინაური ცხოველები დაგლიჯა. სოფლის მოსახლეობა მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაციაში დახმარებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები