ზუგდიდის მერიამ ნიჭიერი ბავშვები დააფინანსა
17:14 / 23.07.2015
ზუგდიდის მერიის ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდების ხელშეწყობის კომისიამ რვა ნიჭიერი ბავშვი დააფინანსა. კომისიის თავმჯდომარე კობა ჯიქიამ და კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. გადაწყვეტილების თანახმად, მერიის მოცემული პროგრამიდან დაფინანსებას მიიღებენ: სოციალურად დაუცველი, ნიჭიერი მხატვარი მურმან ეზუგბაია; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „რეტროს“ წევრები - ლუკა მებონია, ვლადიმერ ნოდია, მარიამ შელია, ლიკა ნოდია,გიორგი საჯაია და ანა ცაცუა (ბულგარეთში, სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გასამგზავრებელი თანხით თანადაფინანსება); კესარია ჯაბუა (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეთან არსებული სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ეზის“ წევრი.( იტალიაში, საერთაშორისო კონკურსზე გასამგზავრებელი თანხით თანადაფინანსება); სულხან ციმინტია (გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, გერმანული ენის საბავშვო საზაფხულო სკოლაში გასამგზავრებელი თანხით თანადაფინანსება).
მასალის გამოყენების პირობები