"ფინკა" ბანკმა საბანკო ლიცენზიის მიღების ორი წლის იუბილე აღინიშნა
16:01 / 06.08.2015
ზუგდიდში "ფინკა" ბანკის საბანკო ლიცენზიის მიღების ორი წლის იუბილე აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით "ფინკა" ბანკმა ორმოც სხვადასხვა ქალაქის სერვის ცენტრში შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილ კლიენტებს საჩუქრად შემნახველი ანაბარი გაუხსნა .
ზუგდიდში არსებულმა სერვის ცენტრმა სხვა იღბლიან მომხმარებლად თამარ შამათავა დაასახელა, რომელსაც გაუხსნიან ანაბარს მასზე დარიცხული თანხით. „შემთხვევითი პრინციპით შევარჩიეთ ორმოცი კლიენტი, რომელსაც გავუხსენით შემნახველი ანაბარი , "ფინკა" ბანკი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებაზე“-აცხადებს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა კაკულია.
"ფინკა" ბანკი დღეისთვის სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს 80 000-ზე მეტ მომხმარებელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ფინკა" საფინანსო ჰოლდინგის ნაწილია და მისი პარტნიორები არიან საერთასორისო საფინანსო კორპორაცია ,გერმანიისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკები ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციები.
მასალის გამოყენების პირობები