ზუგდიდის მერის სტიპენდიას 6 სტუდენტი მიიღებს
11:50 / 29.09.2015
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტის "ევროპული აკადემია" სტუდენტებს; ნატალია კიკალიშვილს, ანა გვაგვალიას, თამარ ბენდელიანს, ხალიდა აბშილავას, ლუკა ქირიასა და გიორგი თუთბერიძეს ზუგდიდის მერის სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. სტუდენტები აკადემიური წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 100 ლარს მიიღებენ.
“მიმდინარე ეტაპზე მერის სტიპენდიას 6 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს, მომავალ წელს ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით, რომ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი წავახალისოთ, რადგანაც ყველაზე გამართლებული ინვესტიცია განათლებაში ჩადებული ინვესტიციაა”- აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია.
მასალის გამოყენების პირობები