მთავრობა მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას გეგმავს
11:29 / 09.11.2015
საქართველოს მთავრობა აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდება.
სუბსიდირებისთვის ჯამში 2 000 000 ლარი გამოიყოფა.
მასალის გამოყენების პირობები