ნარაზენში ხანძარს მოხუცი და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა
13:25 / 13.11.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ბეჭვაიების სახლს ხანძარი გაუჩნდა.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მოხუცი და-ძმა ლომინი და ნელი ბეჭვაიები იმყოფებოდნენ, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
ხანძრის გაჩენა , ბეჭვაიების მეზობლების ვარაუდით, დაუდევრობამ და სიგარეტის ნამწვავებმა გამოიწვია.
გამგეობის ადმინისტრაციის განმარტებით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს უწყება გაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები