სალხინოში ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
14:22 / 13.11.2015
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ქართველ ოლიმპიელებზე შექმნილი წიგნის „მოგზაურობა ოლიმპეთში“ რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ოლიმპიელი ჩემპიონები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახაბერ რუსია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე პეტრე ესწრებოდნენ.
წიგნი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები