ძლიერმა ქარმა ქალაქი ფოთი დააზარალა (ვიდეო)
10:55 / 17.11.2015
ფოთში გამთენიისას ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა ელექტროსადენებიც, რის გამოც ენერგომომარაგება ქალაქის ნაწილს შეზღუდული აქვს.
როგორც „ათინათს“ მერიიდან აცნობეს, უწყების შესაბამისი სამსახურები ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
იმავე ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა ზარალს უახლოეს პერიოდში აანაზღაურებს.
მასალის გამოყენების პირობები