პრეზიდენტმა ოთხ სახელმწიფოში ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი
14:50 / 08.04.2014
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ოთხ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი განკარგულებების მიხედვით, 2014 წლის 1-ელი მაისიდან სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია, 2014 წლის 1-ელი ივნისიდან წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება თამარ გრძელიძე, 2014 წლის 2 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება როლანდ ბერიძე, ხოლო, 2014 წლის 3 აპრილიდან ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლევან ნიჟარაძის დანიშვნის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები