რუსმა სამხედროებმა ხურვალეთიდან სამი ქალი გაიტაცეს
16:31 / 25.04.2014
სოფელ ხურვალეთიდან რუსმა სამხედროებმა სამი ადგილობრივი გაიტაცეს.
სამი ქალი სოფლის განაპირას დააკავეს და ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაიყვანეს.
დაკავებულების ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი კი დაუზუსტებელია.
მასალის გამოყენების პირობები