დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
18:58 / 30.04.2014
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში გეგმავს ვიზიტებს.
მან ეს განცხადება პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები უკრაინაში რუსეთის მეზობლების „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები