ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უკრაინაში 40 დამკვირვებელს გააგზავნის
17:48 / 23.05.2014
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, დეპუტატ ანდრეას გროსის (შვეიცარია) ხელმძღვანელობით და 40 დამკვირვებლის შემადგენლობით, უკრაინაში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევენებს დააკვირდება, რომელიც 23 - 26 მაისს გაიმართება.
უკრაინაში არჩევნების მსვლელობისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ცესკოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება . არჩევნების წინასწარ შეფასებებს ევროპელი დამკვირვებლები 26 მაისს, კიევში, ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთებენ .
მასალის გამოყენების პირობები