როსტოვის ოლქში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდება
21:07 / 04.06.2014
საზღვრისპირა ტერიტორიაზე მიმდინარე უკრაინის ანტიტეროსტული ოპერაციისა და დევნილთა რაოდენობის გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით, როსტოვის ხელისუფლება საგანგებო სიტუაციის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ , ვადიმ არტიომოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, როსტოვის ოლქში უკრაინიდან 7 ათასი ადამიანი ჩავიდა.
მასალის გამოყენების პირობები