უკრაინამ უკვე 8 გამშვები პუნქტი ჩაკეტა რუსეთთან საზღვარზე
16:17 / 06.06.2014
უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთთან საზღვარზე 32-დან 8 პუნქტის ჩაკეტვის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წინადადების საფუძველზე და მისი მიზანია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ბოლო დროს თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია სეპარატისტების მიერ უკრაინის მესაზღვრეებზე თავდასხმებისა და უკრაინაში შეიარაღებული პირებითა და იარაღით სავსე ავტომანქანების დაუბრკოლებლად შეღწევის შესახებ. ხუთშაბათს დონეცკის ოლქში, „მარინოვკის“ გამშვებ პუნქტზე შეტაკება მოხდა მეამბოხეებსა და მესაზღვრეებს შორის. დაიჭრა ხუთი მესაზღვრე. დანაკარგია თავდამსხმელებშიც. უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეიარაღებული რაზმი რუსეთის გამშვებ პუნქტ „კუიბიშევოდან“ დაესხა თავს მესაზღვრეებს, მეორე კი - უკრაინის მხრიდან. სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა სეპარატისტებზე.
მასალის გამოყენების პირობები