დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა
16:03 / 08.07.2014
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნა რევაზ გაჩეჩილაძე,რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლადაც იმუშავებს.
რევაზ გაჩეჩილაძე მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ელჩი ისრაელსა და სომხეთში. გაჩეჩილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
მასალის გამოყენების პირობები