შსს კიწმარიშვილის საქმეზე: სავარაუდოდ თვითმკვლელობა იყო
21:50 / 15.07.2014
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომობილში, ყიფშიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.
"ეროსი კიწმარიშვილი იპოვეს გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში, სავარაუდოდ თვითმკვლელობაა, იარაღიც იქვე უდევს", – აცხადებენ შსს–ს პრესსამსახურში. შსს–ში ჯერჯერობით არ აცხადებენ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები