ნორლანდი - აშშ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ აღიარებს
13:23 / 25.11.2014
ამერიკის შეერთებული შტატები ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ აღიარებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი პოზიცია უკვე გაავრცელა.
"ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, რომელიც ალბათ ყველა ამ ოთახში მსხდომ ადამიანს აქვს. მოგიწოდებთ, გაეცნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი გახდა. მასში ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დამატებით შემიძლია აღვნიშნო ისიც, რომ ამ ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი ფორმით არის დადებული, არ ვაღიარებთ", - აცხადებს რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები