საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა
11:26 / 06.01.2015
15-17 იანვარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის დეტალები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დააზუსტეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა და მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკომისარის ვიზიტი საქართველოში წარმატებით და ნაყოფიერად ჩაივლის.
მასალის გამოყენების პირობები