ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს
15:27 / 20.03.2015
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩიეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. გვენატაძისთვის კითხვები პლენარულ სხდომაზე არ დაუსვამთ. კანდიდატურის მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფარგლებში გაიმართა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანდიდატურის თაობაზე ბიოგრაფიული და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, თუმცა კანდიდატურასთან დაკავშირებით სესიაზე მსჯელობა არ გამართულა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით აირჩია.
ნინო გვენეტაძემ ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვლა.
მასალის გამოყენების პირობები