"რუსთავი 2" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
15:08 / 12.08.2015
ტელეკომპანია "რუსთავი 2" დღის მეორე ნახევარში გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიის ქონების და მფლობელთა წილების დაყადაღების შესახებ და შესაბამისი განჩინების გაუქმებას მოითხოვს.
"რუსთავი 2"-ის იურისტის თამთა მურადაშვილის შეფასებით, მოსამართლეს ტელეკომპანიის ქონების დაადაღების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ქონება და მფლობელთა წილები 5 აგვისტოს დააყადაღა ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე. მისი ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საჩივარში ჩამოყალიბებულ არგუმენტებს შესაბამის პასუხს გასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები