მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებებია
11:27 / 01.09.2015
საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.
თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის უკვე ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი, ამას ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის წარდგენას საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი არ დასწრებია.

მასალის გამოყენების პირობები