"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე გამოძიება დაიწყო
14:23 / 24.11.2015
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალური ისლამური სახელმწიფოს
სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ
ინფორმაცია თავად უწყებამ გაავრცელა. ინტერნეტში ტერორისტული
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა
გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველ ხალხს და
საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართავენ. ისინი მუსლიმებს
"ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი
"ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები