მთავრობის კანცელარიაში მედიას შეზღუდვები დაუწესეს
10:37 / 15.01.2016
მედიის წარმომადგენლებისთვის მთავრობის სხდომის გაშუქების ახალი წესი
ამოქმედდა.
დღეიდან ჟურნალისტებს აღარ აქვთ უფლება მთავრობის ადმინისტრაციის
მე-12 სართულზე ავიდნენ, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა
იმართება.
სხდომის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები ადმინისტრაციის შენობის მე-3 სართულზე, სპეციალურად გაკეთებულ მედიაცენტრში განთავსდებიან, მისი დასრულების შემდეგ კი, მინისტრები, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, განცხადებების გასაკეთებლად მე-3 სართულზევე მოწყობილ პრესკონფერენციის ოთახში თავად ჩავლენ.

მასალის გამოყენების პირობები