სერგეი ლავროვი: „პანკისის ხეობას „ისლამური სახელმწიფო“ თავშესაფრად იყენებს“
15:09 / 26.01.2016
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით,
ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური
სახელმწიფო" პანკისის ხეობას თავშესაფრად იყენებს.
ამის შესახებ მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიის ხელმძღვანელობის მოწოდების შემდეგ სირიაში სიტუაციის გარდატეხა და ტერორისტების მიერ კონტროლირებადი სივრცის შევიწროება შეძლეს.
ცნობილია, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს დასავლური კოალიციის და აშშ-ის გარდა რუსეთის ავიაციაც ბომბავს.

მასალის გამოყენების პირობები