დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
12:55 / 29.03.2016
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე
პროკურატურის ორგანოებიდან გათავისუფლეს მასზე
დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მისი თანამდებობის
გაუქმებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინული მედიის ინფრომაციით, 2016 წლის 26 მარტს ოდესის ოლქის
სახალხო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ტერიტორიული
პროკურატურების ხელმძღვანელების მიმართვას დ.საყვარელიძის
გათავისუფლების მოთხოვნით.
ხელმომწერების აზრით, ნახევარი წლის განმავლობაში დავით საყვარელიძეს არაფერი გაუკეთებია ოლქში კანონიერების და მართლწესრიგის განსამტკიცებლად, დანაშაულებების გახსნისა და გამოძიების თავლსაზრისით და თავის თანამდებობაზე ყოფნისას ის მხოლოდ და მხოლოდ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ საკააშვილის ინტერესებში მოქმედებდა.
თავის მხრივ, მასზე ზეწოლას დავით საყვარელიძე ე.წ. "ბრილიანტის პროკურორების საქმესთან" დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირებს, რომლის მთავარი ფიგურანტები კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კორნიიცა და გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი ვლადიმირ შაპაკინია.
კერძოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინის გენპროკურატურის 15 თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნულ საქმეს იძიებდნენ, გათავისუფლების შესახებ უწყებები გაეგზავნათ.
დავით საყვარელიძე გენერალური პროკურორის მოადგილედ 2015 წლის 16 თებერვალს დაინიშნა.

მასალის გამოყენების პირობები