NDI-ის კვლევით პოლიტიკოსებს შორის დავით ბაქრაძე ლიდერობს
12:24 / 13.04.2016
რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ქართულ პოლიტიკაში? - NDI-ს კვლევის თანახმად, ქართულ პოლიტიკაში გამოკითულთა 15%-ს მოსწონს დავით ბაქრაძე; 7%-ს ირაკლი ალასანია; 6%-ს შალვა ნათელაშვილი; 5% - გიორგი კვირიკაშვილი;
რომელიც პოლიტიკოსი არ მოგწონთ ქართულ პოლიტიკაში? - გამოკითულთა 4% - ბიძინა ივანიშვილი; 3% ეკა ბესელია; 3% გიგა ბოკერია; 3% გოგი თოფაძე; 42% - კითხვაზე პასუხი არ აქვს.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC- მა ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები