პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე თავის პირველ კომენტარს ნანობს
12:19 / 24.05.2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან
დაკავშირებით მის მიერ 21 მაისს გაკეთებულ კომენტარს ნანობს. მან
ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი თავდაპირველი სიტყვები იყო
„არასწორი“ და „წინდაუხედავი“.
„ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო აღქმული, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები