პოლიტიკა
დევიდ ქემერონი თანამდებობას დატოვებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივს უნდა ვცემდეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს“, - აღნიშნა მან.

დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

Print