საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის
10:27 / 07.09.2016
იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისს
ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები ეწვევიან. „ეს კიდევ
ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას,
რასაც ჰქვია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია,
იმიტომ, რომ, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი
შეხვედრები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება და ამ დროს საქართველოში
უკვე მეოთხე ვიზიტია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის
მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
შეხვედრებზე განიხილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, ნატო-ში ინტეგრაციისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ამასთან, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.

მასალის გამოყენების პირობები