იან კელი აშშ-ს არჩევნებს აფასებს
11:24 / 09.11.2016
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა
საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, ამის დასტურია კონგრესის ბოლო
რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს
სუვერენიტეტის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში
აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განუცხადა. ელჩმა კომენტარი გააკეთა
აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო
არჩევნებზე.
„დღეს არის განსაკუთრებული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიმაჩნია, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება და გაგრძელდება. ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ მუშაობას ახალ ადმინისტრაციასთან, რომ კვლავ გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა“.

მასალის გამოყენების პირობები