მიხეილ სააკაშვილი: მეგის ქარდავას არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი
10:44 / 02.11.2017
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო პოლიციის
ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ
ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, - დაწერა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.

მეგის ქარდავას უკრაინაში დააკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურტურაში ადასტურებენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული. მას ბრალი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ედებოდა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი.

მასალის გამოყენების პირობები