რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა
14:41 / 25.12.2016
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თვითმფრინავი Ту-154, რომელიც
სოჭიდან სირიის მიმართულებით რეისს ასრულებდა, დღეს დილას რადარებიდან
გაქრა. თვითმფრინავში 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, იყვნენ
ჟურნალისტები, არტისტები, ექიმები.
სამაშველო სამსახურებმა ამ დროისთვის ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ტექნიკურმა ხარვეზმა ან პილოტის შეცდომამ გამოიწვია, უწყებაში ტერაქტს გამორიცხავენ.
ჯგუფი სირიის ქალაქ ლატაკიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მისალოცად მიემგზავრებოდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თვითმფრინავის ფრაგმენტები სოჭის სანაპიროსთან, შავ ზღვაში აღმოაჩინეს.

მასალის გამოყენების პირობები