სამართალი
წალენჯიხაში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
წაელნჯიხაში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.

როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის საავადმყოფოში განუმარტეს, ოთხი მოქალაქის ცხედარი, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ, თავიდანვე პროზექტურაში გადაასვენეს, 5 დაშავებულს კი ოპორაციები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ ლიაში მოხდა. ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რამაც რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Print