შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)
10:35 / 07.03.2016
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული
სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული
მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით,"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული 8,29806 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,87174 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით მამუკა ნ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები