ზუგდიდში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს(ვიდეო)
12:12 / 12.03.2016
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული იური კ.
ზუგდიდში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით,სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით).

მასალის გამოყენების პირობები