პროკურატურა: „პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ ატვირთულა“
12:15 / 01.04.2016
ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების
შესახებ მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
პრესკონფერენცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გამართა.
მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა საქართველოდან არ განხორციელებულა. როგორც მან აღნიშნა, საქმის სირთულიდან გამომდინარე უწყებამ დახმარებისთვის აშშ-ის ფედერალურ ბიუროს მიმართა.
„ამოღებულია სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 160 ერთეული CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მასალის გამოყენების პირობები