საქართველო და ჩილე უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ
10:59 / 25.06.2015
საქართველოსა და ურუგვაის შორის ხელი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა. დოკუმენტი ურუგვაიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გაფორმდა. პარალელურად გაიმართა შეხვედრები ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
საუბარი პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობასაც შეეხო. მანამდე უვიზო მიმოსვლაზე საქართველო და არგენტინა შეთანხმდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩილესაც ეწვევა, სადაც უვიზო მიმოსვლის შესახებ კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდება.
მასალის გამოყენების პირობები