საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა									
			
		
						
								
					
											
							10:58 / 19.03.2020						
					
				
			
								საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი იმყოფება. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი. დადასტურებული 40 შემთხვევიდან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს. 
	
			
			
											 
					 
						
მასალის გამოყენების პირობები