ახალი ამბები
ორ ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა
იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაშავებულია ასობით ადამიანი. მისივე ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა იაპონიაში ხუთშაბათს მოხდა.

მისმა სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. მეორე კი გუშინ გვიან ღამით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7.3 მაგნიტუდას მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ხოლო ნანგრევებში სავარაუდოდ, ათობით ადამიანია მოყოლილი.
Print