ახალი ამბები
ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია
საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია. მათ შორის, არიან როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული პირები და ე.წ. უმისამართოები.

ახალი სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 მაისს გადაეგზავნა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულმა სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი მონაცემები წელიწადში ოთხჯერ უნდა მიაწოდოს.

Print