ქართულ ბაზარზე შესაძლოა პირველად მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ,,ეიჩ ენდ ემი’’ შემოვიდეს.
საქართველოში ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კომპანია ,,სი ბი დი დეველოპმენტი’’ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 90 მილიონი დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური კომპლექსს აშენებს.
კომპანიის ცნობით, ფართების 85% უკვე გაქირავდა, თუმცა დამქირავებლების ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპლექსში განთავსდება დიდი ჰიპერმარკეტი, ელექტროტექნიკის მაღაზიები, სახლის და რემონტისთვის საჭირო მასალები: 3500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინოდარბაზები და ბოულინგ ცენტრი. განთავსდება ბრენდ მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. კომპლექსში გასაქირავებელი ფართის ფასი 35 დოლარიდან იწყება. მრავალფუნქციური კომპლექსი კომპანიის პირველი პროექტია და მისი გახსნა 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
ცნობისთვის: ტანსაცმლის შვედური ბრენდი საქართველოში პირველი მაღაზიის გახსნას სამი წლის წინ, „თბილისი მოლში“ გეგმავდა, თუმცა ამ გეგმებზე უარი თქვა, რისი მიზეზიც ფართის უკმარისობა იყო.
კომპანია აწარმოებს და ყიდის ტანსაცმელს. იგი ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკითაა ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები