საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რაჭაში დაფიქსირდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან დასავლეთით, 6 კილომეტრში მდებარეობდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Print