რეგიონი
შსს-მ ზუგდიდში უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Print